სოფიკო ჯიჭონაია

აქ მეგობრული გარემო დამხვდა

აქ მეგობრული გარემო დამხვდა და, რაც მთავარია, მივიღე ცოდნა და უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება. ძალიან საინტერესო იყო ყოველი დღე. ახლა ვიცი, რა მინდა და არჩევანი რაზე შევაჩერო.

თავისუფალი უნივერსიტეტის გაცნობით პროგრამაზე მივედი, ძალიან მომეწონა და მათ ვებგვერდს “დავუმეგობრდი”, სკოლის შესახებ ინფორმაციაც ამ ვებგვერდიდან შევიტყვე. ყველა დეტალს გავეცანი, მივხვდი, რომ ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. საბუთები საჭირო არ იყო, მხოლოდ დავრეგისტრირდი და შემდეგ კონკურსის საფუძველზე ამირჩიეს. აქ მეგობრული გარემო დამხვდა და, რაც მთავარია, მივიღე ცოდნა და უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება. ძალიან საინტერესო იყო ყოველი დღე. ახლა ვიცი, რა მინდა და არჩევანი რაზე შევაჩერო.