გიორგი ქარუმიძე

ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ. უნივერსიტეტში შესვლისას ცოტა დაბნეული და გაუცხოებული ხარ, იმ ერთმა თვემ კი, რომელიც აქ გავატარეთ, ყველა ბარიერი მოგვიხსნა. მზად ვარ, ჩავაბარო უნივერსიტეტში და უკვე ვიცი, რაც უნდა ვისწავლო. ყველასთან ვმეგობრობთ, მათ შორის, ლექტორებთან. ახლა სულ ვაწუხებ, ვეკითხები, ექნებათ თუ არა კიდევ რაიმე საინტერესო პროექტი. დიდი სურვილი გვაქვს, უფრო რთული პროგრამაც შევისწავლოთ. პირველად რომ მოვედი, ვფიქრობდი, სკოლაში მეზარება სწავლა და აქ რა უნდა გავაკეთო-მეთქი, მაგრამ დიპლომატთა სკოლაში სწავლა სახალისო აღმოჩნდა.