• რა ღირს სკოლაში მონაწილეობა?
    თავისუფალი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, თანხების ძირითად ნაწილს დაფარავს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი, რის შედეგადაც სკოლაში მონაწილეობისთვის მსმენელებს მოუწევთ სიმბოლური გადასახადის – 55 ლარის გადახდა.

  • როდის არის შემდეგი ნაკადი?
    დიპლომატიის სკოლის IV ნაკადზე რეგისტრაცია დაწყება 2015 წლის ოქტომბერში, სასწავლო პროცესი კი ნოემბრის ბოლო ორი კვირისა და დეკემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

  • სად ჩავრიცხო თანხა?
    რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ 1 კვირის განმავლობაში თქვენი ელ-ფოსტის მისამართზე გამოგეგზავნებათ საბანკო ანგარიშის ნომერი.

  • თანხის ჩარიცხვისას ბანკის თანამშრომელი მეუბნება, რომ სახელს ვერ უთითებს. რა ვქნა?
    ასეთ სიტუაციაში სთხოვეთ უფრო კვალიფიციურ თანამშრომელს დახმარება. როგორც წესი, ბანკებს აჰყავთ ბევრი სტაჟორი, რომლებმაც უბრალოდ არ იციან, სწორად როგორ გააკეთონ გადარიცხვა. თუ ბანკის ფილიალში კვალიფიციური კადრი არ აღმოაჩნდათ, მიმართეთ ბანკის სხვა ფილიალს.

  • რომელ ბანკში ჩავრიცხო თანხა?
    თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან – ლიბერთი ბანკის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ ტრანზაქციის ღირებულების გადახდა (სხვა ბანკებში ტრანზაქციის გადასახადი, როგორც წესი, 1 ლარს არ აღემატება).

  • სად ტარდება სკოლა?
    დიპლომატიის სკოლის ლექციები და სემინარები ტარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (დავით აღმაშენებლის ხეივანი №240). დიპლომატიის სკოლის დახურვის ცერემონიის ჩატარების ადგილის შესახებ მსმენელები გაიგებენ მეოთხე კვირის მიწურულს. დაწვრილებით იხ. ადგილმდებარეობისა და მარშრუტების გვერდი.


 

  • როდის ჩატარდება ლექციები?
    ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას 4 კვირის განმავლობაში, დილისა და დღის პირველ ნახევარში. მე-5 კვირაში მსმენელებს ჩაუტარდებათ გამოცდა და დაჯილდოება.

 

  • ვინ შეადგინა პროგრამა?
    დიპლომატიის სკოლის პროგრამა შედგენილია თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის 20 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრები. საბოლოოდ შეირჩა აუცილებელი საგნების ბლოკი, რომელთა მიზანია მსმენელისთვის საბაზისო წარმოდგენის შექმნა მსოფლიოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ
    დაწვრილებით იხ. პროგრამის გვერდი.

 

 


 

  • რას გავივლით?
    პირველი ეტაპის მსმენელები მოუსმენენ შემდეგ ლექციებს:

 

  • საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები
  • დიპლომატიის ისტორია
  • ეტიკეტი
  • ქართული დიპლომატიის ისტორია
  • ეკონომიკის საწყისები
  • საერთაშორისო ეკონომიკა
  • პოლიტიკური იდეოლოგიები
    დაწვრილებით იხ. პროგრამის გვერდი.