10479554_908518905862285_6070156467733520194_n

9 ივლისს მიხეილ სააკშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა დიპლომატიის სკოლის მეორე ეტაპის და მესამე ნაკადის დახურვის ცერემონია. დიპლომატიის სკოლა ერთთვიანი პროექტია, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში IX-XII კლასის მოსწავლეებს აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი ცოდნა პოლიტიკურ იდეოლოგიებში, ეკონომიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიის ისტორიაში.

პროექტის მესამე ნაკადში და მეორე ეტაპში ჯამში 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა, სულ კი დიპლომატიის სკოლამ ბოლო სამი თვის განმავლობაში 400-მდე სკოლის მოსწავლეს მისცა დამატებითი ცოდნა.

დახურვის ცერემონიაზე მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანმა, ქალბატონმა თინათინ ქაროსანიძემ, მომავალ დიპლომატთა კლუბის საპატიო პრეზიდენტმა გოგი კაციტაძემ და დიპლომატიის სკოლის ლექტორებმა. მონაწილეებს სერთიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ცერემონიის ბოლოს დასახელდა სკოლის 5 საუკეთესო სტუდენტი. სამახსოვრო პრიზებთან ერთად, მომავალ დიპლომატთა კლუბმა მათ სასიამოვნო სურპრიზიც გაუკეთა. ხუთივე სტუდენტი 27 აგვისტოს სრული დაფინანსებით გაემგზავრება კიევში ზაფხულის სკოლაში.

დიპლომატიის სკოლის 5 საუკეთესო სტუდენტი - ნინო კუბლაშვილი, თამარ კიკნაძე, რატი დანელია, ელენე კერესელიძე და ნინო ქერდიყოშვილი

დიპლომატიის სკოლის 5 საუკეთესო სტუდენტი – ნინო კუბლაშვილი, თამარ კიკნაძე, რატი დანელია, ელენე კერესელიძე და ნინო ქერდიყოშვილი

გაიგე მეტი დიპლომატიის სკოლის შესახებ – school.fdclub.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *