მოგესალმებით დიპლომატიის სკოლაში!

დიპლომატიის სკოლა ერთთვიანი მომავალ დიპლომატთა კლუბისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პროგრამაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ საერთაშორისო ურთიერთობებით, საერთაშორისო ეკონომიკით, პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროებში.

გამოცდილება
სკოლაში მონაწილეობა არის დაუვიწყარი, ცხოვრებისეული გამოცდილება. შენ იგრძნობ თავს საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებად – და საბოლოოდ გადაწყვეტ, გინდა თუ არა გახდე დიპლომატი.
დაწვრილებით
მეგობრები
ყველაზე მნიშნველოვანი, რაც არის ადამიანის ცხოვრებაში, არის კარგი მეგობრები – აქ შენ გაიცნობ იმ ადამიანებს, ვისაც შენნაირი ინტერესები და სურვილები აქვთ, ვისაც სურს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.
დაწვრილებით
პრაქტიკა
გამოიყენე ლექციებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში – სემინარის მიზანია მიღებული ცოდნის მაქსიმალურად ასათვისება და მისი პრაქტიკაში გამოყენება. დებატები, იმიტირებული არჩევნები, სამიტები – ყველაფერი ცოდნის გამოყენებისთვის.
დაწვრილებით

მოსწავლეები

გიორგი ქარუმიძე

ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ. უნივერსიტეტში შესვლისას ცოტა დაბნეული და გაუცხოებული ხარ, იმ ერთმა თვემ კი, რომელიც აქ გავატარეთ, ყველა ბარიერი მოგვიხსნა.

სოფიკო ჯიჭონაია

აქ მეგობრული გარემო დამხვდა და, რაც მთავარია, მივიღე ცოდნა და უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება. ძალიან საინტერესო იყო ყოველი დღე. ახლა ვიცი, რა მინდა და არჩევანი რაზე შევაჩერო.

მარიამ ხიდეშელი

ყოველი აქ მოსვლა სახალისო იყო, უამრავი რამ გავიგე და შევისწავლე.მთავარი იყო, გამერკვია, სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი, შემესწავლა დიპლომატია. გადაწყვეტილების მიღებაში სკოლა ძალიან დამეხმარა, დღეს ზუსტად ვიცი, რა მინდა.

სიახლეები

V ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო

მომავალ დიპლომატთა კლუბი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი აცხადებს IX-XII კლასის მოსწავლეების მიღებას V დიპლომატიის სკოლაში. დიპლომატიის სკოლა ერთთვიანი პროგრამაა, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო ურთიერთობებით, საერთაშორისო ეკონომიკით, პოლიტიკითა დაRead More...
By : mel | Oct 6, 2015
0

IV ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო

მომავალ დიპლომატთა კლუბი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი აცხადებს IX-XII კლასის მოსწავლეების მიღებას IV დიპლომატიის სკოლაში. დიპლომატიის სკოლა ერთთვიანი პროგრამაა, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო ურთიერთობებით, საერთაშორისო ეკონომიკით, პოლიტიკითა დაRead More...
By : mel | Sep 5, 2015